ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის
ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.
ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ პოლონეთის კულტურის მინისტრის
მოადგილე ვანდა ზვინოგროდსკა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის
ოფიციალური დელეგაცია და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები.
ცოტა ხნის წინ პოლონეთის ქალაქ ტორუნში გაიხსნა წარმოშობით ქუთაისელის
და პოლონეთში მოღვაწე ქართველის, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის
მოედანი.
ვლადისლავ რაჩკევიჩიც ქუთაისში დაიბადა. ოჯახი 1900 წლიდან
საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა. სწორედ იქ გაწევრიანდა
ვლადისლავი პოლონეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და მთელი ცხოვრება
იბრძოდა პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის.
გერმანელების მიერ დასავლეთ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ, 1939 წლის
სექტემბერში გაიქცა პარიზში. 1939–1947 წწ. იყო პოლონეთის
მთავრობის პრეზიდენტი დევნილობაში. გარდაიცვალა 1947 წელს
რიტინში (დიდი ბრიტანეთი).
მასალის გამოყენების პირობები