ახალი ამბები
"გახარჯულია თანხები და სამუშაოები მიტოვებულია" - ხარაგაულის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ
FaceBook
ხარაგაულის მერს და მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს კორუფციაში ადანაშაულებენ.
ბრალდებას თანამდებობის პირებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქეთევან ზუმბაზე უყენებს.

მისი განცხადებით, ხარაგაულის სოფლებში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ბუდიანეთსა და საქარიქეთში, გზის, წყლის და სხვა ტიპის სამუშაოების შესასრულებლად ასი  ათასობით ლარი იყო გამოყოფილი, შედეგი კი არ ჩანს.

"ხარაგაულში სოფლის პროგრამებს ქალაქის მერი, მისი ძმა და სოციალური სამსახურის უფროსი აკეთებს. ეს ადამიანები ამოფარებული არიან სხვა ინდ.მეწარმეებს. გამომდინარე იქედან, რომ სოფლის პროგრამების შესასრულებლად ტენდერის გამოცხადება საჭირო არაა და ინდმეწარმის არჩევა გამარტივებული შესყიდვების საფუძველზეა შესაძლებელი, მერის წარმომადგენლები სოფლებში რეკომენდაციას იმ ინდმეწარმეებს უწევენ, რომელიც მერთან ახლო კავშირში არიან.

თანხები დახარჯულია, ხოლო სამუშაოები მიტოვებული. სოფლებში რამდენიმე ჭა უნდა მოწყობილიყო მაგრამ გაკეთებულ ჭაში წყალი არ არის. საუბარია დაახლოებით 9 ჭაზე, რომლისთვისაც დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯა. ფაქტიურად ეს თანხა წყალს გაატანეს. საგულისხმოა, რომ არცერთ მათგანზე არ არის ჰიდროგეოლოგიური დასკვნა თუ რამდენად შეიაძლებოდა ამ ჭებში წყალი ყოფილიყო. ამის გარდა, სოფლები დარჩენილია გზის გარეშე, რადგან სამუშაოები მიტოვებულია. საბოლოო ჯამში, მოსახლეობა ვერ იღებს იმ სიკეთეებს, რომლითაც სოფლის მხარდაჭერის პროექტებით უნდა ესარგებლათ", - განაცხადა ქეთევან ზუმბაძემ ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ოფისში. 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლი ანტიკორუფციულ მოძრაობასთან ერთად საქმის მასალების პროკურატურაში წარდგენას გეგმავს.

"ასეთი ფაქტების ძალიან ბევრი დაგროვდა, ყველას ერთად შევკრავთ და ერთობლივად, ყველას ასეთ პროექტს მივცემთ მსვლელობას და პროკურატურას წარვუდგენთ", - ამბობს "ანტიკორუფციული მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

ბრალდებაზე ხარაგაულის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში თანხები ასე გადანაწილდა:

დასახლებას, სადაც 200-მდე მაცხოვრებელია, 10 000 ლარი გამოეყო;

თუ სოფელში მაცხოვრებელთა რაოდენობა 201-დან 400-მდეა -12 000 ლარი;

დასახლებას, სადაც 401-დან 1000 მაცხოვრებლამდეა – 16 000 ლარი;

ხოლო იმ სოფელს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1000-ს აღემატება – 20 000 ლარი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.