წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ქალს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი
იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილია, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე
იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია
ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება
ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა
117-ე მუხლით მიმდინარეობს
მასალის გამოყენების პირობები