ქუთაისში, განჯის ქუჩა
N 12- ში
მცხოვრები მოსახლეობა ბიზნესმენ დავით კოსტავას
უპირისპირდება.
ისინი ბიზნესმენს შანტაჟში და მათგან 84 ათასი ლარის
გამოძალვის მცდელობაში დებენ ბრალს.
კორპუსის მობინადრეებმა იმერეთში "ანტიკორუფციული მოძრაობის"
თავმჯდომარე თემურ ცამციშვილთან ერთად ბრიფინგი
გამართეს და იმ მრავალრიცხოვან პრობლემებს შეეხნენ, რაც
განჯის ქუჩის მცხოვრებლებს ბიზნესმენის მიზეზით გაუჩნდათ.
როგორც ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე აღნიშნავს,
პრობლემა კორპუსს მისი ექსპლუატაციაში შესვლისთანავე
ჰქონდა.
"კორპუსი ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წელს. მაგრამ
ისეთი ცუდი ხარისხის იყო ბინები ვერ გაიყიდა. კოსტავამ
ხელისუფლებასთან კონტაქტების ხარჯზე მოახერხა იმდენი რომ
სახელმწიფმს შეისყიდა ეს ბინა და გადასცა დევნილებს. კორპუსი
დევნილებისთვის ბინის გადაცემის პროგრამაში შეიყვანეს", -
ამბობს თემურ ცამციშვილი.
იმერეთის ანტიკორუფციული მორაობის თავმჯდომარის ინფორმაციით,
კორპუსის მშენებლობის პირველადი პროექტის მიხედვით, განჯის ქუჩა N 12-
ში უნდა მოწყობილიყო სკვერი, ასევე პარკინგი, გამოყოფილიყო
გვერდით დიდი ეზო, სადაც ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები
დამონტაჟდებოდა. თუმცა ბავშვებისთვის განკუთვნილი
სივრცის ნაცვლად ეზოში მალე ახალი მშენებლობა
დაიწყო.
ანუ გადაკეთდა პირველადი პროექტი. მერიამ აუქციონზე გამოიტანა
შიდა ეზო. თუმცა, როგორც თემურ ცამციშვილმა აღნიშნა იმდენად
არარეალური იყო ამ ეზოს აუქციონზე გამოტანა და იქ
მშენებლობის წარმოება, რომ მერიამ
შეაჩერა აუქციონი.
მოსახლეობის ინფორმაციით, ბიზნესმენი ცდილობს მოიპოვოს მათი კორპუსის
გვერდით, რიონის სანაპიროზე უკანონო მშენებლობის გაგრძელების უფლება,
რასაც ეწინააღმდეგებიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, უხარისხო საკანალიზაციო გაყვანილობის
გამო კორპუსის ეზო ყოველ წვიმაზე იტბორება, რაც მათ დიდ პრობლემებს
უქმნის. უკანონო მშენებლობის ნარჩენები იყრება პირდაპირ რიონში, რაც
გარემოს აბინძურებს და მათ საცხოვრებელ სივრცეს არაკომფორტულს
ხდის.
მიუხედავად ამისა, ეზოს კეთილმოწყობის გამო მოსახლეობის თქმით,
ბიზნესმენ კოსტავა ადგილობრივებისგან 84 ათას ლარს
ითხოვს.
"ეზოში ორი ძელსკამი დადგა, რამდენიმე
ნაძვის ხე დარგო და 84 ათასი ლარი დამიჯდაო არწმუნებს
მოსახლეობას", - ამბობს თემურ ცამციშვილი.
ყველაფერთან ერთად, ირკვევა რომ , დავით კოსტავა ამ
კორპუსში ამხანაგობის თავმჯდომარეცაა. თუ როგორ, ეს
ადგილობრივებმაც არ იციან, რადგან ბიზნესმენი ამ პოზიციაზე მათ არ
აურჩევიათ.
(ამხანაგობის თავმჯდომარეებს თავად კორსპუსში
მცხოვრებლები ირჩევენ. რედ. )
შესაბამისად, მათ ბიზნესმენის თავმჯდომარეობიდან
გადაყენება სურთ, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
ამის მიზეზად ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან კონტაქტები
სახელდება, რადგან დავით კოსტავას შვილი მაგდა კოსტავა
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრია ანუ საკრებულოში "ქართულ
ოცნებას" წარმოადგენს.
"კოსტავას ადგილობრივ თვითმმართველობასთან კარგი
ურთიერთობა აქვს. მისი ოჯახის წევრი "ქართული ოცნების"
დეპუტატია. ისინი ერთად ზეწოლით ამ ადამიანებს ამყოფებენ შანტაჟის
ქვეშ", - ამბობს იმერეთის ანტიკორუფციული
მოძრაობის თავმჯდომარე.
"ქუთაისიპოსტი" შეეცადა ბიზნესმენთან დაკავშირებას, ამ მიზნით
მას რამდენჯერმე დავურეკეთ , მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ
უპასუხა.
აღნიშნულზე ქუთაისის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შესაბამისი
სამსახური მოგვიანებით გააკეთებს
განცხადებას.
დავით კოსტავა ქუთაისში ექვსი კომპანიის მფლობელია. მის სახელს
უკავშირდება სამშენებლო კომპანია "იბერიის ვარსკვლავი", სადაც
75.5%-იან წილს ფლობს. 100%-იანი წილი აქვს სავაჭრო ცენტრ "ქუთმოლში".
მასვე ეკუთვნის ქუთაისი-თბილისი -ბათუმის სამარშრუტო ხაზი, ასევე, ორი
სატრანსპორტო კომპანია: შპს "ნიულაინი" და შპს "იმერ-ტრანსი",
რომლებიც ქუთაისის შიდა სატრანსპორტო ხაზებზე მუშაობენ.
კოსტავს ქუთაისში, "გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობაც ეკუთვნის.
კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი
გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები