"გამყოფი ზოლით
მივიღებთ 1 ჰეტარ მწვანე ზოლს ქალაქში, ასე, რომ მინდა დავამშვიდო ის
ადამიანები, რომლებიც ნიკეას ქუჩაზე სავალი გზის შევიწროვებას
აკრიტიკებენ"
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და
სავალი გზის მოწყობასთან დაკავშირებით ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ
განმარტება გააკეთა.
როგორც მურღულიამ განმარტა, ნიკეას ქუჩაზე მოწყობილი გზის სავალი
ნაწილი ავტობანის გზის ზომის იქნება და არანაირად არ მოხდება მისი
შევიწროვება.
"თითო მხარეს 11 მეტრი იქნება გზის ნაწილი, ეს კი ავტობანის გზის
ზომაა, ასევე გამყოფი ზოლით მივიღებთ 1 ჰეტარ მწვანე ზოლს ქალაქში,
ასე, რომ მინდა დავამშვიდო ის ადამიანები, რომლებიც ნიკეას ქუჩაზე
სავალი გზის შევიწროვებას აკრიტიკებენ," - განმარტა მურღულიამ.
ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივების
კრიტიკის საგანი გახდა.
როგორც ქუთაისელები ამბობენ, ნიკეას ქუჩაზე გზის გამყოფის ზოლის
მოწყობა სავალ ნაწილს შეავიწროებს.
ნიკეას ქუჩაზე ბორდიულები, გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და გარე
განათების ბოძები რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძის ქუჩის
კვეთამდე მოეწყობა, ასევე, მოხდება სანიაღვრე სისტემების
რეაბილიტაცია.
აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 7 მილიონ 550 ათასი ლარი
დაიხარჯება. სამშენებლო სამუსაოებს შპს "საქმილსადენმშენი"
ასრულებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის აპრილში უნდა დასრულდეს.
ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის
დაფინანსებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები