2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის
მსურველ პირთა შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასება
დასრულდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს და
ცალკეული კანდიდატების შესახებ შეფასებასაც აქვეყნებს.
ჯგუფი კანდიდატებს რამდენიმე კატეგორიის მიხედვით აფასებდა და
შესაბამისი ქულების მიხედვით ლიდერობენ: ანა აბაშიძე, ნაზი
ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი ბურჯანაძე და სერგო
მახარაძე.
ცალკეული კანდიდატების შეფასების შედეგები იხილეთ ბმულზე.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს 21
ოქტომბრამდე ექნებათ კანდიდატების დასახელების ვადა, რომელიც შვიდზე
ნაკლები არ უნდა იყოს. შემფასებელთა ჯგუფი 19 კანდიდატს აფასებს,
რომელთაც ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადით
პარლამენტს მიმართეს. სახალხო დამცველი პარლამენტმა 90 - ხმიანი
კვორუმით უნდა აირჩიოს.
მასალის გამოყენების პირობები