ახალი ამბები
სამუშაოების დასრულების ამოწურული ვადა და ას საფეხურიანი კიბეების დაუსრულებელი რეაბილიტაცია
FaceBook
ას საფეხურიანი კიბეების რეაბილიტაცია, რომელიც ხუთ თვეში უნდა დასრულებულიყო, 12 თვეა მიმდინარეობს. 
თუმცა არც ეს დრო აღმოჩნდა საკმარისი  რეკონსტრუქციის დასამთავრებლად.   



ადგილზე მყოფი მუშების განმარტებით, მოსაწყობია კიბეებს შორის  გაზონები და გადასატანია მზის პანელები, რომელიც გაზონებში დამოტაჟდა.

"როგორც ჩანს, პატარა ცდომილება  მოხდა, ეს პანელები სხვაგან გადადის. მერია ყოველ კვირაში ცვლის ხოლმე რაღაცეებს, მაგაზე მერიას უნდა მიაკითხოთ", - ამბობენ მუშები.  


მზის პანელი  სხვაგან უნდა გადაიტანონ და  ტერიტორია უნდა გამწვანდეს 

ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ  ას საფეხურიან კიბეებზე  „გარკვეული ტიპის სამუშაოები“ მიდის, რაც ისედაც ჩანს.  

"გარკვეული ტიპის სამუშაოები ისევ არის დარჩენილი. ყველა საქმიანობა ხორციელდება კანონის ფარგლებში", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

თუმცა ჯარიმდება თუ არა სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, რომელსაც რეკონსტრუქციის  დასასრულებად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გაორმაგებაც არ ეყო, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შემოგვთავაზეს (რომლის პასუხის მიღებასაც 10  სამუშაო დღე სჭირდება). 

კომპანიაში კი განმარტავენ, რომ ისინი არ ჯარიმდებიან და ობიექტსაც (ქუთაისის მერიას) დაჯარიმების გარეშე ჩააბარებენ. 

ას საფეხურინი კიბეების რეკონსტრუქციას  კომპანია "ბრიტანია კონსტრაქშენი" ახორციელებს, რომელსაც  ხელშეკრულებით თავდაპირველად განსაზღვრული არც თანხა  ეყო და არც  ვადა  ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. 

შესაბამისად,  დამატებითი დროის და თანხის მოთხოვნით  მერიასთან დადებულ ხელშეკრულებაში 7 ცვლილება განხორციელდა. აქედან, ოთხი სამუშაოსთვის დასრულების ვადის გახანგრძლივებას  ეხებოდა. 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან დოკუმენტში ცვლილება, დროის დამატებაზე, მალევე შევიდა.



ბოლო ვადა სამუშაოების დასასრულებლად, ქუთაისის მერიამ 4 ოქტომბრის ჩათვლით მისცა. კომპანიამ  ვადის ამ დრომდე გახანგრძლივება გამწვანების დასასრულებლად ითხოვა.



კომპანიამ, ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ობიექტის, რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარების ვალდებულება ელექტრონული ტენდერის გზით მიიღო. პრეტენდენტებს შორის,  მერიამ ის, იმ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმის შესაბამისადაც შეარჩია, რომელიც  ვაჭრობას - ანუ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებას, გულისხმობს.  შესაბამისად, მხარეებს შორის  ხელშეკრულება  (2021 წლის 28 ოქტომბერს) 673 821 ლარზე გაფორმდა.  სინამდვილეში დოკუმენტში შესული ცვლილებების "დახმარებით"  თანხა  741 191 ლარამდე გაიზარდა. აქედან  მერიას კომპანიისთვის უკვე გადარიცხული აქვს 505 065 ლარი. 

ბალახვნის კიბეების რეკონსტრუქციის დაპირება მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა, თუმცა, პირობის შესრულება 2021 წლამდე ვერ შეძლო, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში სამუშაოებისთვის ფინანსები ვერ გამოიძებნა. საბოლოოდ, კიბეების რეკონსტრუქცია ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რის შემდეგაც მერიამ ტენდერი (NAT210017615) გამოაცხადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.