ახალი ამბები
აქტიურობის გამო გამათავისუფლეს - ვარლამ გოლეთიანი ომბუდსმენს მიმართავს
FaceBook
მოძრაობა "რიონის ხეობის მცველების" ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი სამსახურიდან გათავისუფლების გამო ომბუდსმენისთვის მიმართვას გეგმავს.
უკვე შეიტანა სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

გოლეთიანი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლაში გალობას ასწავლიდა, საიდანაც  ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ სამსახურიდან გაშვება ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მის აქტიურობას უკავშირდება.

ამბობს, რომ მას ჯერ თავად მოსთხოვეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა, თუმცა იმის გამო, რომ მან ეს არ გააკეთა, გაუშვეს.

"დამიბარეს ქუთაისის მერიაში. იქ ბატონ ვაჟა ჯუღელს შევხვდი და მითხრა, რომ მე თვითონ დამეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, რადგან რამე რომ იყოს აღდგენა უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ჩვენი გაშვების შემდეგო. მიზეზი ვკითხე და მითხრა, ხომ იცი როგორი სიტუაცია არისო. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ვაჟას ჩემი გაშვება არ უნდოდა, ის უბრალოდ გუბერნიის, კონკრეტულად კი,  გუბერნატორის დავალებას ასრულებდა. ზვიად  შალამბერიძეს ვისგან ჰქონდა ეს დავალება  არ ვიცი. მე,  ცხადია, არ დავწერე და თვითონ გამათავისუფლეს. სასამართლოს უკვე მივმართე და ვაპირებ სახალხო დამცველის აპარატსაც მივმართო", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, როცა ფართომასშტაბიან აქციებს მართავდა, თუმცა, იმდროისთვის გარკვეული მიზეზების გამო თავი შეიკავეს.

"ახლა კი, როგორც კი ჩაწყნარდა ამ მიმართულებით საქმე,  გამიშვეს", - აღნიშნავს ის.

ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს და საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. ერთ-ერთი მოთხოვნა, სამსახურში აღდგენაა.

"მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველას დავუმტკიცო ჩემი გათავისუფლების რეალური მიზეზი - ნამახვანჰესი".

ვარლამ გოლეთიანის ბრალდებაზე განმარტებას არ აკეთებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. ქუთაისის მერიაში კი, მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა.

რიონის ხეობაში კომპანია "ენკა რინიუებლზი"  433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისგან უწყვეტი პროტესტი მოჰყვა. სპეციალისტები, რომლებმაც ხელშეკრულება დეტალურად შეისწავლეს, აცხადებენ, რომ მასში დათმობილი იყო სახელმწიფო ინტერესი.

საბოლოო ჯამში, კომპანიამ ჰესის მშენებლობაზე უარი განაცხადა.

ვარლამ გოლეთიანი სწორედ ამ უწყვეტ,  დაახლოებით, 600 დღიან პროტესტს ხელმძღვანელობდა.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.