უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა,
- ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე
დაყრდნობით ავრცელებს.
„რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში - დედაქალაქის
ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, - დაწერა კლიჩკომ „ტელეგრამზე“.
გამოცემა suspilne-ის ინფორმაციით, კიევში რამდენიმე ადგილას მომხდარი
აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამასთან, შსს-ის ხელმძღვანელის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს
ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის
ძეგლთან დაეცა, სადაც ამჟამად მაშველები მუშაობენ.
უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე
ავტომობილები იწვის.
მასალის გამოყენების პირობები