ახალი ამბები
პარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დღეს წარედგინება
FaceBook
პარლამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 3 ოქტომბერს წარედგინება.
მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით სამინისტროების დაფინანსება იზრდება.

პროექტის გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 მლრდ 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია - 771.1 მლნ ლარით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა ერთი მილიარდ 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 293,7 მლნ ლარით აღემატება. პროექტის მიხედვით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401,2 მლნ ლარით, 2022 წელს არის 357,802.8.

იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. უწყების დაფინანსება განისაზღვრა - 2 მლრდ 975.9 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია - ერთი მლრდ 543,3 მლნ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია - 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში - ერთი მლრდ 418.8 მლნ ლარამდე.

იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაც და 688.5 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს უწყების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია - 653.7 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს 932,404.9 მლნ ლარი იყო. ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ შედარებით მცირედით იზრდება ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება და ის შეადგენს 106,0 მლნ ლარს, მიმდინარე წელს არის - 105,404.8

მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც. უწყებისთვის გათვალისწინებულია - 369,4 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის - 310,568.4

ასევე იზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება და უწყებისთვის გათვალისწინებულია - 183 მლნ ლარი, მიმდინარე წელს არის - 176,603.6

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, მათი დაფინანსებაც იზრდება. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 257,6 მლნ ლარით აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისგათვალისწინებულია ერთი მილიარდ 070 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 205,0 მლნ ლარით აღემატება.

მთავრობა განმარტავს, რომ უწყებისთვის დაფინანსების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-ით ზრდასთან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.