ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 27
იანვარს განახლდება.
ბაღებში სწავლა დღეისათვის უნდა დაწყებულიყო. თუმცა, აღსაზრდელების
მშობლებმა სწავლის დაწყების გადაწევის შესახებ ინფორმაცია სატელეფონო
შეტყობინებით მიიღეს.
მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი
დაწესებულებების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის ორი
დღით გადაწევა გახშირებული ვირუსების გამო მოხდა.
ამ დროისათვის ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში 10 000-მდე აღსაზრდელი
სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები