ახალი ამბები
2023 წლის იანვრიდან პენსია იზრდება
FaceBook
ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მილიონი ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით,  70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, სხვაგან 365 ლარი.

„70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი.

ასევე გარდა პენსიისა, გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემელს ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე. იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორ ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, რომ ეს კიდევ გავზარდოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.