საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა.
4 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების
აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3
მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს,
რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ
იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.
მასალის გამოყენების პირობები