გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან - 25
სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,
ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის
გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს
(განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან
ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება
გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები