გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით,
უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე
მიიყვანა.
ამასთან, კიდევ ომმა კიდევ 345 მილიონი ადამიანს საკვებით
უზრუნველყოფაზე მოახდინა გავლენა. ორგანიზაცია შექმნილ მდგომარეობას
საგანგაშოს უწოდებს.
გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ
ბიზლიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ 2020 წელს
Covid-19-ის პანდემიის დარტყმის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომმა
პლანეტის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა კიდევ უფრო გაართულა.
დამპყრობელი რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრა.
ზუსტად
205 დღეა მტრები არ ინდობენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებს და მოხუცებს.
მასალის გამოყენების პირობები