საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 სექტემბრიდან
ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის
საავტომობილო გზაზე ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია
ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან მესხის ქუჩამდე
(კმ13+530-კმ14+900 მონაკვეთი).
აქედან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით,
მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის
მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან
ნინოშვილის და გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.
მასალის გამოყენების პირობები