2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და
18.1 პროცენტი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამის სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა 36.2 ათასი კაცით
(4.4%) გაიზარდა და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა
რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით (18.3%) შემცირდა და
281.6 ათასი შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა
რიცხოვნობა 50.2 ათასი კაცით (6.1%) გაიზარდა, თვითდასაქმებულთა
რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა
8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.
მასალის გამოყენების პირობები