2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში,
დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი,
აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე - 23, ხოლო თავად პირის
მომართვის საფუძველზე -1 907.
საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის
მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია.
2022 წლის პირველი მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში დამოკიდებულ პირთა
სიაში რეგისტრირებული იყო 1 200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის
ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის
საფუძველზე - 1 105.
მასალის გამოყენების პირობები