ახალი ამბები
სამომხმარებლო სესხი სამ წლამდე ვადით გაიცემა
FaceBook
ფიზიკური პირები არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს მხოლოდ 3 წლამდე ვადით აიღებენ.
4-დან 3 წლამდე ვადიანობის შემცირების გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღი, ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით მიიღო.

ცვლილება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს შეეხება. გადაწყვეტილება კი, სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ჯამში 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნვლეყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო, წლიური ზრდის ტემპი 34%-ია, რაც რეგულაციის გამკაცრების მიზეზი გახდა.

სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებითვე, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, არ გასცეს სესხი ან/და არ მიიღოს თავდებობა ან უზრუნველყოფის საშუალება, თუ:

იპოთეკურ და 3 წელზე მეტი ვადიანობის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი აღემატება წინასწარ დადგენილ კოეფიციენტებს. ლარით გაცემული სესხისთვის ეს არის 85%, უცხოური ვალუტის სესხებისთვის - 70%.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.