ახალი ამბები
ბოლო თვეების განმავლობაში სასტუმროს ფასები გაიზარდა - PMC
FaceBook
2022 წლის ივლისში საერთაშორისო ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის ივლისთან შედარებით 80.6%-ით აღდგა და 459 711 შეადგინა.
ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრის ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ რუსეთი (156 737 ვიზიტით), სომხეთი (103 906 ვიზიტით) და თურქეთი (95 989 ვიზიტით).

საქართველოს მსხვილ ტურისტულ ბაზრებს შორის, ბელარუსიდან (65.6%), ყაზახეთიდან (46.7%) და საუდის არაბეთიდან (21.7%) საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამასთან, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა რუსეთიდან (-1.5%) 2019 წლის ამ პერიოდის ნიშნულს თითქმის დაუბრუნდა.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან დაახლოებით 45 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. უკრაინისთვის აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 4 ათასს გაუტოლდა, ხოლო ბელარუსისთვის - 3 ათასს.

“ბოლო თვეების განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებულია ისეთი ფაქტორების ერთობლიობით, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსი, ბელaრუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლა, შიდა ვიზიტორების მიერ საქართველოს ტურისტულ ადგილებზე გაზრდილი მოთხოვნა, სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტი 2022 წლის თებერვალსა და მარტში”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში სასტუმროს ფასების ინდექსი ყველაზე მაღალი იყო თებერვალში (17.7%), რასაც მოჰყვებოდა მარტი (14.9%) და ივლისი (13%). 3,4,5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან შედარებით, სფი ზოგადად უფრო მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის იყო.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი ივლისში, ივნისთან შედარებით, 13.3%-ით არის გაზრდილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.