მსოფლიოს 42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის ფედერაციას
მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან,
მათ შორის, უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური
ელექტროსადგურიდან, რათა მან უსაფრთხოების ნორმების დაცვით გააგრძელოს
საქმიანობა.
ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით,
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს სადგურის კონტროლი საფრთხეს უქმნის
უსაფრთხოების პრინციპებს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ.
„რუსული სამხედრო ძალების ყოფნა ზაპორიჟიეს ატომურ
ელექტროსადგურზე ხელს უშლის ოპერატორსა და უკრაინის ხელისუფლებას,
საერთაშორისო კონვენციებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო
სააგენტოს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს
დაკისრებული მოვალეობები“,- აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური 4 მარტს,
დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.
რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა
და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ.
სპეციალისტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის
შემთხვევაში, შედეგები გამანადგურებელი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები