ხარკოვში წუხელ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ძლიერი
აფეთქებების ხმა გაისმა,
- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქალაქში შვიდ-რვა აფეთქების ხმა
გაისმა.
მოგვიანებით, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა
ქალაქის ცხრა რაიონიდან ხუთს დაარტყეს.
"ხარკოვის რამდენიმე რაიონი ერთდროულად დაიბომბა - ცხრა რაიონიდან
ხუთი. დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო დარტყმა არ
მომხდარა“,- აცხადებს მერი.
მისივე თქმით, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ
დროისთვის არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები