საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია,
მაგრამ ძალზე პოლარიზებული,
- ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც
განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების
შესახებ ანგარიში.
დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის
თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი
დაიკავა .
“საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია,
მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული. საქართველომ 2022 წლის მსოფლიო
პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე
ადგილი დაიკავა .
ეს წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან
გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების
უსაფრთხოებასთან მიმართებაში. თავისუფლების სახლის (Freedom House)
რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" არის 58/100 2022
წელს 60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს.
ულტრამემარჯვენე ჯგუფმა “ალტინფომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით
სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა”,- აღნიშნულია ევროკომისიის
დოკუმენტში, რომლის თარგმანსაც საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობა ავრცელებს.
გარდა ამისა, საუბარია მოსმენების შესახებაც. დოკუმენტის თანახმად,
მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად
სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების
მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა
„ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა
და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. მედიამ მიიღო წვდომა დიდი
რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს
ეფუძნებოდა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ
დასრულებულა. 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო
ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის
შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა
მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება.
ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან
დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს
ვეტო დაადო”,- აღნიშნულია ევროკომისიის დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები