პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören Holding-ის
თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა, რომელიც წყალტუბოში ხუთ
ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს.
კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს -
„ძველი ივერიის“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება,
თუმცა გავრცელებულ პრესრელიზში დეტალებზე საუბარი არ არის.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო
თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და
ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორებში ინვესტიციის განხორციელების
შესაძლებლობებს.
ბოლო მონაცემებით, ჰოლდინგის წლიური შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს
შეადგენდა.
მთავრობა წყალტუბოს "აღორძინებას" წლებია აანონსებს.
თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე
გამოტანილი 14 მსხვილი ობიექტიდან (ყოფილი
სანატორიუმები და ყოფილი სასტუმრო)
მხოლოდ
ორი ობიექტი გაიყიდა.
მასალის გამოყენების პირობები