ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის გამო ავტობუსების
გაჩერების ადგილი დროებით შეიცვალა.
ავტობუსების გაჩერება მოედანზე, კოლონადის წინ და რუსთაველის
ხიდის მიმდებარედ, გაფრინდაშვილის ქუჩის ასახვევთან არის
მოწყობილი.
მერიის პრესსამსახურის თქმით, ცვლილებები დროებითია და სექტემბერში
ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა აღდგება და საავტობუსო გაჩერებაც
ძველ ლოკაციას დაუბრუნდება.
ფალიაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები