შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის
თქმით, პანდემიის პერიოდში, სამედიცინო პერსონალისთვის
განკუთვნილი დანამატი ხელფასის სახით 90 კოვიდკლინიკაში არ გაცემულა.
მისივე განმარტებით, შემოწმდა 127 კოვიდკლინიკა, აქედან დარღვევები 37
მათგანში არ გამოვლინდა.
"დანარჩენ შემთხვევებში გავეცით გაფრთხილებები და გონივრული
ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. ეს გულისხმობდა მითითებას, რომ
მომხდარიყო იმ სახელფასო დანამატის ანაზღაურება, რომელიც ექიმების
მიმართ არსებობდა. დღეის მდგომარეობით 14 კლინიკა დაგვრჩა, სადაც
კვლავ არ განხორციელდა მედპერსონალისთვის სახელფასო ანაზღაურების
ჩარიცხვა. გადავედით დაჯარიმების მექანიზმზე და ველოდებით, რომ
ექიმებსა და ექთნებზე გასცემენ თანხებს, რომლებიც მათ სახელმწიფომ
მისცა", - განაცხადა ბექა ფერაძემ.
საქმეზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
მასალის გამოყენების პირობები