ევროკავშირმა რუსული ქვანახშირის
იმპორტი შეწყვიტა.
აკრძალვა დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტით იყო
გათვალისწინებული.
ევროკომისიის შეფასებით, ემბარგო შეეხება რუსეთის ექსპორტის 25%-ს,
რაც წელიწადში 8 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირს შეადგენს.
ევროკავშირი რუსულ ქვანახშირს ჩრდილოეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდან,
კოლუმბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული
ქვანახშირით ჩაანაცვლებს.
რუსულ ქვანახშირზე სრული უარის გარდა, ევროკავშირი ასევე გეგმავს,
წლის ბოლოსთვის ნაწილობრივ თქვას უარი რუსულ ნავთობზე.
ევროკავშირის გარდა რუსულ ნავთობზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმაც.
რუსეთმა საექსპორტო ნაკადები ინდოეთსა და თურქეთში გადაამისამართა.
მასალის გამოყენების პირობები