უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია
განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში
+160]
ტანკი – 1 832 ერთეული [+5] ;
ჯავშანტექნიკა – 4 086 ერთეული [+10] ;
საარტილერიო სისტემა – 971 ერთეული [+7] ;
MLRS – 261 ერთეული [+0];
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133 ერთეული [+0];
თვითმფრინავი – 232 ერთეული [+9];
ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0];
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 766 ერთეული
[+9];
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+0];
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0];
მანქანები და საწვავის ავზები – 3 005 ერთეული [+7];
სპეცტექნიკა – 89 ერთეული [+2];
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი
ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები
ასეთია:
264 თვითმფრინავი;
145 ვერტმფრენი;
1 711 უპილოტო საფრენი აპარატი;
363 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
4 278 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
794 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
3 284 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
4 785 სპეციალური სამხედრო მანქანა;
უკრაინაში 168 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები