უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია
განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში
+300]
ტანკი – 1 817 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 4 076 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 964 ერთეული [+4]
MLRS – 261 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 193 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 757 ერთეული
[+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 998 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 87 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი
ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:
263 თვითმფრინავი
145 ვერტმფრენი
1 708 უპილოტო საფრენი აპარატი
363 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 269 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
791 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 276 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 774 სპეციალური სამხედრო მანქანა
უკრაინაში 167 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები