საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვების 2022 წლის პირველი 6
თვის შედეგები გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში კომპანიამ
ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.
შემოსავლების მიხედვით, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ
ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის
განმავლობაში.
საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს 2018 წლიდან
ინარჩუნებს. გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით.
ესენია: ჩინეთი (6, 129 TEU), ყაზახეთი (7, 708 TEU), შუა დერეფანი
(13, 837 TEU) და ბაქო-თბილისი-ყარსი (11,112 TEU). აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ გადაზიდვები მომატებულია შემდეგი სახეობის ტვირთებზე:
მაზუთი (ყაზახეთიდან), ნედლი ნავთობი (ყაზახეთიდან), მეთანოლი
(აზერბაიჯანიდან), კარბამიდი (თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან,
აზერბაიჯანიდან), შაქრის ნედლეული (შუა აზიიდან).
მასალის გამოყენების პირობები