ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებმა ისტორიულ მაქსიმუმს
მიაღწია.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, ივნისის თვეში, უცხოელი ფიზიკური პირების
ანგარიშებზე არსებული თანხა 4.77 მილიარდი ლარია, რაც იანვარში
არსებულ 3.90 მილიარდთან შედარებით 870 მილიონი ლარით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოელები ყველაზე მეტს მსხვილ ბანკებში
ინახავენ. "თიბისიში" განთავსებულია 1.91 მილიარდი ლარი, "საქართველოს
ბანკში" - 2.14 მილიარდი ლარი. "ლიბერთი ბანკში" კი უცხოელების
დეპოზიტები 123 მილიონი ლარია.
ეროვნული ბანკის ანგარიშში არაა წარმოდგენილი, რომელი ქვეყნების
მოქალაქეებს ეკუთვნით აღნიშნული დეპოზიტები, თუმცა სებ-ის წლიური
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი დეპოზიტი საქართველოში
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ჰქონდათ. მათი წილი დეპოზიტების 14%-ს
შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, უცხოელების დეპოზიტების უდიდესი
ნაწილი დოლარში არის ნომინირებული.
მასალის გამოყენების პირობები