2022 წლის ივნისში, წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)
ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მიხედვით, 2022 წლის
პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტით
განისაზღვრა.
2022 წლის ივნისში, წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება,
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება,
ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები,
სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა
დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან
დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.
მასალის გამოყენების პირობები