კომუნიკაციების კომისიამ,
„მაგთიკომს“ მოთხოვნით, „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა.
ამის შესახებ ინფორმაციას
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, დღეისთვის
„მაგთიფიქსს“ არც ერთი აქტიური აბონენტი აღარ ჰყავს.
„მაგთიკომს“, 2021 წლის მარტის
მდგომარეობით, CDMA ტექნოლოგიაზე 8969 აქტიური აბონენტი
უფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის
თანახმად, 8534 აბონენტს კვლავ ჰქონდა “მაგთიკომთან” ხელშეკრულება,
მაგრამ აღარ იყენებდა „მაგთიფიქსის“ მომსახურებას, ხოლო ის 432
აბონენტი, რომელიც ისევ სარგებლობდა “მაგთიფიქსით”, ალტერნატიულ
მობილურ მომსახურებაზე გადაიყვანეს'',- აღნიშნულია კომპანიის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
„მაგთიკომმა“ კომუნიკაციების
კომისიას ,,მაგთიფიქსის'' გაუქმების შესახებ, პირველად 2021 წლის
აპრილშიც მიმართა. კომისიამ ის არ დააკმაყოფილა, რადგან 10 ათასამდე
აბონენტი აღნიშნულ სერვისს იყენებდა.
მასალის გამოყენების პირობები