საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია გამოქვეყნა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 5
კანდიდატია წარდგენილი:
რევაზ ეგაძე — ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების პროცესის
მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, გარდაბნის მერის მოადგილე 2017-20
წლებში;
გიორგი კალანდარიშვილი — ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე. 2008 წლიდან
მუშაობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა თანამდებობებზე.
პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის არქონის გამო, 2021 წლის 3
აგვისტოდან მეორედ იკავებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას 6-თვიანი
ვადით;
გიორგი შაიშმელაშვილი — დაამთავრა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. არის
საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი;
ნანული ბებია — პედაგოგი. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ საქმიანობას
ეწეოდა სოხუმში, თბილისსა და მოსკოვში;
თამარ ალფაიძე — სამართლის დოქტორი, პროფესორი. არის ავტორი
სახელმძღვანელოების: „მედია და სამართალი“ და „შესავალი
სამართალმცოდნეობაში“.
საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები არიან:
ქრისტინე ქაჯაია;
სიმონ პარუნაშვილი;
ლევან ისაკაძე;
თამაზ ფოლადაშვილი;
მაია ზარიძე;
გია ცაცაშვილი;
რუსუდან ქურდიანი;
პრეზიდენტმა კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა.
დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 26 ივლისის ჩათვლით შეეძლოთ.
მასალის გამოყენების პირობები