ესტონეთის მთავრობის
გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის ან ვიზის
გაცემა შეეზღუდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა
სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი უკრაინაში
მიმდინარე ომია, რის გამოც, ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,
რუსები ვერც სამუშაოდ და ვერც სასწავლებლად ვიზას ესტონეთში ვერ
მიიღებენ. შეზღუდვა ბელოურის მოქალაქეებსაც შეეხებათ.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები