როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, ჯარისკაცები
უკვე გაწერეს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით ხუთი ჯარისკაცის
დაინფიცირების შემთხვევას არ ადასტურებენ.
როგორც "ქუთაისიპოსტს" საავადმყოფოში განუმარტეს, პაციენტებს არ
დაუდასტურდათ ე.წ. ღორის გრიპი.
"ეს ჯარისკაცები უკვე გავწერეთ და ისინი კარგად გრძნობენ თავს," -
ამბობს ექიმი ნუგზარ მაღლაკელიძე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოში H1N1 ვირუსით 5 ჯარისკაცია მოთავსეს.
მასალის გამოყენების პირობები