გერმანიის მთავრობა უკრაინას 100
ერთეულ თვითმავალ საარტილერიო ჰაუბიც Panzerhaubitze 2000-ს
მიყიდის.
ამის შესახებ ინფორმაციას
ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამხედრო ტექნიკის
ღირებულება 1,7 მილიარდი ევროა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ
გერმანიისგან მიიღო ზალპური ცეცხლის სამი რეაქტიული
სისტემა.
უკრაინაში 155 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები