ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა დაწესდება.
საკითხი საკრებულოს 27 ივლისის სხდომაზე დამტკიცდა. გადაწყვეტილების
მიხედვით, მგზავრს, რომელსაც ბილეთი არ ექნება, ან გადახდის ბარათს
ელექტრონულ მოწყობილობაზე არ გაატარებს, კონტროლიორი 20 ლარიან
ჯარიმას გამოუწერს.
ქუთაისის მერია დიდი ხნის
განმავლობაში საუბრობდა მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის
გადახდის კონტროლის გამკაცრებაზე, თუმცა, ფრაგმენტული მონიტორინგის
პირობებში, მოქალაქეების ნაწილი ღირებულებას კვლავ არ
იხდის.
ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
გადახდის ორნაირი სისტემა მოქმედებს. მგზავრებს საფასურის გადახდა
პლასტიკური ბარათით ან საკასო აპარატის საშუალებით შეუძლიათ.
ელექტრონული ბარათით გადახდა შესაძლებელია სპეციალურ მოწყობილობაზე
მისი მოთავსებით, ხოლო საკასო აპარატში თანხის ჩაგდების შემთხვევაში
მოწყობილობა ბილეთს მოგცემთ. მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთ
ლარიანი, 50, 20 და 10 თეთრიანი მონეტებით. გასათვალისწინებელია, რომ
აპარატი ხურდას არ აბრუნებს.
ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური
ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23
მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
მასალის გამოყენების პირობები