ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის
"პრესის სახლის" ყოფილი შენობის გაყიდვას ისევ ცდილობს.
ობიექტის გასასხვისებლად აუქციონი მეორედ გამოცხადდა. მასთან ერთად,
სამინისტრო ყიდის ყოფილ საკონსერვო ქარხანასაც, რომელიც ასევე არ
გაიყიდა პირველად გამოცხადებულ აუქციონზე. ორივე ობიექტის ჯამური
ღირებულება 13 265 000 ლარია.
ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისში 22
მსხვილი ქონებიდან მხოლოდ ერთი, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი
გაყიდა. რაც შეეხება დარჩენილ 21 ობიექტს, პირველ მცდელობაზე არც ერთი
მათგანი არ გაიყიდა.
ქუთაისში, სახელმწიფოს ბალანსზე
არსებული 22 ქონება ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორებისთვის
გაამზადა. სახელმწიფოს გათვლით, სარეალიზაციოდ გატანილი ობიექტების
ადგილზე ერთი სასტუმრო, 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური და 9
სამრეწველო-სასაწყობე სივრცე უნდა მოწყობილიყო. ობიექტების ჯამური
ღირებულება 43 746 250 ლარს შეადგენდა.
გასაყიდი ობიექტების ნუსხაში
მოიაზრებდა ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიასაც, რომელიც ისე
შეაფასა 16 039 000 ლარად, რომ მის გასხვისებაზე ქუთაისის საკრებულოს
თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, მერიის ადმინისტრაციული შენობა
საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტების ჩამონათვალიდან აუქციონზე ვერ
მოხვდა.
მასალის გამოყენების პირობები