2022 წლის ივნისში რუსეთში
რეექსპორტი 101,5%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, ივნისში
რუსეთთან რეექსპორტის მაჩვენებელმა 9,359 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ
როცა 2021 წლის ივნისში რუსეთში რეექსპორტზე 4,644 მლნ დოლარის
ღირებულების პროდუქტი გავიდა.
2022 წლის ივნისში რუსეთში ყველაზე
დიდი რაოდენობით გაიყიდა:
მსუბუქი ავტომობილები - 6,555 მლნ
დოლარი
ელექტრული წყალგამაცხელებელი -
912,9 ათასი დოლარი
ფეროშენადნობები - 453,8 ათასი
დოლარი
ნარევები გამოსაყენებელი სასმელების
წარმოებაში - 240,7 ათასი დოლარი
ყავა, მოხალული ან მოუხალავი -
237,3 ათასი დოლარი
ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი -
188,7 ათასი დოლარი
საქონელი ატრაქციონებისათვის,
სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 110,8 ათასი დოლარი
ვულკანიზებული რეზინის ჰიგიენური და
ფარმაცევტული ნაწარმი - 96,8 ათასი დოლარი
ქვა დამუშავებული - 90,6 ათასი
დოლარი
ბანანი, ახალი ან გამხმარი - 86,1
ათასი დოლარი
მასალის გამოყენების პირობები