ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით,
გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ორგანიზაციის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილი“ 75 ქვეყანაში
დაფიქსირდა და გლობალურად „მაიმუნის ყვავილის“ 16 500-ზე მეტი
შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის
ტედროს ადანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა
გარდაცვალების 5 შემთხვევა.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება ტედროს ადანომ
გებრეიესუსმა მიიღო გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს საგანგებო კომიტეტში
მომუშავე ექსპერტებს შორის კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად.
„ჩვენ გვაქვს ეპიდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში
გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა
გვესმის და რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების
კრიტერიუმებს“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
რა სიმპტომები ახასიათებს
"მაიმუნის ყვავილს " ნახეთ აქ.
"მაიმუნის ყვავილის" ინკუბაციის პერიოდი 6-13 დღე ან 21 დღე შეიძლება
იყოს. მისი გადამტანები ძირითადად, მღრღნელები და პარაზიტები არიან.
დაავადების დიაგნოსტიკა PCR მეთოდით ხდება.
"მაიმუნის ყვავილი" პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და
სახელწოდებაც აქედან მოდის. ამ ინფექციით ადამიანის დაავადების
შემთხვევა პირველად 1970 წელს, კონგოში გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები