უკრაინის პრეზიდენტის აპარატის
უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ჯარში პანიკაზე
საუბრობს.
მისი თქმით, ამერიკულმა "ჰაიმარსებმა" მტრის არმიაში სრული დაბნეულობა
გამოიწვია.
"რუსეთის არმიამ, როგორც კი
ჩვენი "ჰაიმარსები" გამოჩნდა, პანიკა დაიწყო. რატომ? თავდასხმის
ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა
ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი იწვევს
რუსი ოკუპანტების პანიკას. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი
ადამიანები. მათ ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება", -
თქვა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკი აცხადებს, რომ დროებით
ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა ბრძოლაა და
რუსეთთან დიპლომატია არ ჭრის.
"მხოლოდ შეიარაღებული
საშუალებებით. არავითარი დიპლომატია, არავითარი მინსკის ახალი
ფორმატები არ დაგვეხმარება. ეს არის მთავარი და ეს უნდა გავიგოთ. უნდა
გვესმოდეს, რომ მხოლოდ სამხედრო საშუალებებით დავამტკიცებთ, რომ
რუსეთის ფედერაციას არც ლეგალური, არც დეფაქტო, არანაირი ინსტრუმენტი
არ აქვს ამ ტერიტორიებზე გავლენის მოსახდენად", - აღნიშნა
პოდოლიაკმა.
უკრაინაში 149 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები