21 ივლისს, ქუთაისის ლადო
მესხიშვილის თეატრში, რეჟისორ საბა ასლამაზაშვილის სპექტაკლი
"ღმერთები" გაიმართება.
სპექტაკლი ბერტოლტ ბრეხტის
"სეჩუანელი კეთილი ადამიანის" მიხედვით არის დადგმული.
ტექსტის ავტორია ვალერი ოთხოზორია,
მუსიკის ავტორები არიან ვახო გვახარია და კონსტანტინე
ეჯიბაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: თორნიკე
კაკულია, ანიკო შურღაია, გაგა არაბული, მარიამ ბალახაძე, გიორგი
მაქაძე, ლადო ვაშაკიძე, გივიკო ბარათაშვილი, კონსტანტინე
ეჯიბაშვილი.
სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროებში.
სპექტაკლის ჩვენება ქუთაისის შემდეგ
ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები