გამოკვლევევზე
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 000 ლარი
დაიხარჯება.
ქუთაისის მერიის დაფინანსებით, მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
გამოიკვლევენ.
გამოკვლევები ქუთაისში 38-ვე საჯარო
და 8 კერძო სკოლის
მოსწავლეებს ჩაუტარდებათ.
ქუთაისის საჯაარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამოკვლევაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 000 ლარი
დაიხარჯება.
პროფილაქტიკური გამოკვლევები ქუთაისში 38-ვე და 8 კერძო სკოლის 1-ლი;
მე-3; მე-4; მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ.
პირველი და მესამე კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკურ სამედიცინო
გასინჯვებს ქირურგი და ორთოპედ-ტრამვატოლოგი განახორციელებს, ხოლო
მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკურ სამედიცინო
გასინჯვებს-ექიმი ოფთალმოლოგი.
საჯარო სკოლების მე-8 კლასის მოსწავლეებში პროფილაქტიკური გამოკვლევა
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად ჩატარდება
და მათ სამედიცინო გასინჯვებს ექიმი ენდოკრინოლოგი მოახდენს.
საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს პროფილქტიკური გამოკვლევები
გასულ წელსაც ჩაუტარდათ, რაზეც ადგილობრივი ბიჯეტიდან 20 000 ლარი
დაიხარჯა.
გასული სასწავლო წლის ბოლოს 8843 მოსწავლის პროფილაქტიკური
კვლევებისას მოსწავლეთა 70%-ში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის
პათოლოგიები გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები