პირველი აგვისტოდან ქორწინების
რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება.
მთავრობის დადგენილებით, ქორწინების
საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათ-კვირას 225 ლარი
ეღირება, ხოლო სხვა დღეებში 135 ლარი. ამ ეტაპზე აღნიშნული ღონისძიება
150 ლარი ღირს.
სარიტუალო მომსახურება იუსტიციის
სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრებში 50 ლარის ნაცვლად 75
ეღირება.
სერვისების სააგენტოს ფილიალის
გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღეს 170 ლარი ღირს. აგვისტოდან კი,
მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები