ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საფრენი-დასაფრენი ზოლის
რეაბილიტაციის გამო, ორი კვირით დაიხურება.
შესაბამის განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავრცელებს.
გაერთიანების ინფორმაციით, გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10
ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
"სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის
საძირკვლის ნაწილს. რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში
ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.
დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი
ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც
ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას
რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ
ფრენები თუ, 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ", - აცხადებენ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან
დაკავშირებით 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, რომელიც
სრულად აეროპორტების გაერთიანების შემოსავლებით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები