უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად
დაიღუპა 352 და დაშავდა 1900-ზე მეტი ბავშვი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის
გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით,
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება
აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე
მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაიღუპა.
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების
უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზიანდა 2 126 სასწავლო დაწესებულება, ხოლო
სრულად განადგურდა 216.
უკრაინაში 142 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები