შემოვლითი გზის
მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩქაროსნული
ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო 5 კმ-მდე მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი მიმართულებით, ახალ გზაზე
გადაერთო.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში
15,2 კმ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი,
1 გზაგამტარი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი
აშენდება. ასევე, მოეწყობა მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის
წყალგამტარი მილები.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის
მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს
დაფინანსებით ხორციელდება.
ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები