წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ
ზედა მესხეთში მამამ შვილი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ
კონფლიქტი უძღოდა.
65 წლის კაცს კონფლიქტი ერთ
შვილთან, ბიჭთან მოუვიდა, თუმცა შემთხვევით მეორე შვილი - გოგონა
დაჭრა.
ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის
არეში აქვს მიყენებული, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა გუშინ საღამოს
მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები