კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინის მეორე "ბუსტერ" დოზით აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეებიც
შეძლებენ.
აღნიშნულის შესახებ რეკომენდაცია
იმუნიზაციის საბჭომ გასცა. გადაწყვეტილება ძალაში რამდენიმე დღეში,
ბრძანების გამოქვეყნებისთანავე შევა.
შეგახსენებთ, რომ მეორე "ბუსტერ"
დოზა აქამდე მხოლოდ 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის იყო
რეკომენდებული.
საქართველოში კორონავირუსის
გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან,
რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელების მასშტაბების გაზრდა. ცენტრის
მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 5000-ზე მეტი შემთხვევა
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები